ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“ გამოცხადდება
07/05/2018
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო.
რა?: როფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს.
სად?: სასტუმრო რუმსში (გარდენ ჰოლი).
როდის?: 8 მაისს, 11:00 საათზე.
რატომ?: ღონისძიება, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, წელს საქართველოში მეორედ ტარდება.
ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმებიან მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი და ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი.
აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ 2017 წლის გამარჯვებულებიც.
პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო ტურში გერმანიაში, სადაც მათ გერმანული კომპანია PEM Consult უმასპინძებთ. ვიზიტის ფარგლებში გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანი პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენაა.
დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ივლისი. კანდიდატები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
წაკითხულია: 3129