ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კურსის დამთავრების ცერემონიალი “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის” მონაწილეებისთვის და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეწარმის გამოვლენა
05/10/2016
ვინ?: პროექტი ‘’ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’
რა?: გაიმართება პროექტ YES-Georgia-ს ფარგლებში მომზადებული კურსის დამთავრების ცერემონიალი “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის” მონაწილეებისთვის და სერტიფიკატების გადაცემა
სად?: "მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრი“, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. #10ა, თბილისი
როდის?: 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე
რატომ?: პროექტის - „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში'' (Yes-Georgia) ფარგლებში, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ" მსმენელების პირველი ნაკადი 2016 წლის აპრილში მიიღო. სკოლაში სწავლა 3 თვის მანძილზე გრძელდებოდა. პროექტის ფარგლებში კურსი 133-მა ახალგაზრდამ დაასრულა და მიიღო შესაბამისი გამოცდილება ბიზნეს პროექტების შექნასა და მართვაში. 5 ოქტომბერს კურსის მონაწილე ახალგაზრდა მეწარმეებისთვის კურსის დამთავრების აღსანიშნავად სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.


ინფორმაცია პროექტის შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.
წაკითხულია: 2762