ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მარათონი „ჯანსაღი თაობა - უკეთესი მომავლისათვის“
07/06/2018
ვინ?: №46 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი “SENTIF“ და სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ .
რა?: მარათონი „ჯანმრთელი თაობა-ჯანსაღი მომავლისთვის“.
სად?: კუს ტბის ტერიტორიაზე.
როდის?: 10 ივნისი, კვირა 12:00 -14:00.
რატომ?: ქ. თბილისის #46 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით კუს ტბაზე მარათონი გაიმართება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. გარბენში მონაწილეობას მიიღებს 120 უფროსკლასელი მოსწავლე თბილისის 20 საჯარო სკოლიდან. ღონისძიების მსვლელობისას კუს ტბაზე მოეწყობა მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა კი თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლას გადაეცემა.

ღონისძიებას მხარს უჭერენ და უერთდებიან სამოქალაქო განათლების პედაგოგები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტანვარჯიშისა და კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენლები, ქ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ჩემპიონი რბენაში მაია აზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა, კომპანია „დიო“-ს დირექტორი თამაზ დაუშვილი.

მარათონი იმართება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. თბილისში პროგრამის პარტნიორია „თბილისის მოზარდთა სახლი“.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
PH International - საქართველო
მანანა ყუბანეიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი
ტელ.: 299 00 49 / 599 43 10 77
ელ-ფოსტა: manana.kubaneishvili@ph-int.org
წაკითხულია: 4317