ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესკონფერენცია - მარათონი სიცოცლის გადასარჩენად
09/06/2017
ვინ?: არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი „ჰერა“.
რა?: გამართავს პრესკონფერენციას თემაზე 2017 წლის “საქართველოს მარათონის სიცოცხლის გადასარჩენად”.
სად?: კუს ტბაზე.
როდის?: 9 ივნისს, 16:00 საათზე.
რატომ?: არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო მარათონის ორგანიზატორია, რომლის წარმომადგენლებიც მედიას მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ასევე, ისაუბრებენ 10 ივნისს გართობისა და შოპინგის ქალაქში, ისთ ფოინთში და 11 ივნისს კუს ტბის ტერიტორიაზე დაგეგმილი აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის, ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მისი ადრეული გამოვლენის მნიშვნელობასა და მკურნალობის მეთოდებზე.
საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად ყოველწლიურად ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ხოლო 2009 წლიდან, საბოლოოდ თბილისში გადმოინაცვლა. ღონისძიებები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას, მის ადრეულ პრევენციას და დაავადებული ქალების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
მარათონმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო აქციის სახე მიიღო. 10 000-ზე მეტი მონაწილის, საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამ აქცია-მარათონის საშუალებით ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა ყოველწლიურად იზრდება.
მარათონის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.

მისამართი: ქ.თბილისი, 26 მაისის მოედანი #1, კუს ტბა
საკონტაქტო პირი: მარიკა დავითულიანი 599 25 71 72
თეონა ბაღდავაძე 597 97 03 53

წაკითხულია: 3860