ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს გამართავს
11/09/2017
ვინ?: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რა?: ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს.
სად?: გარდენ ჰოლი, დავით აღმაშენებლის გამზირი #73.
როდის?: 11 სექტემბერი, 2017, 15:30 – 17:30.
რატომ?: ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცეპრეზიდენტი ფატიმა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჩუკუკა ენვემეკა და პროფესორების დელეგაცია. რექტორი სიტყვით მიმართავს შეკრებილ პირველკურსელებს და მიულოცავს მათ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას.
„მიხარია, რომ საქართველოში სტუდენტების ინტერესი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების და ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ ყოველწლიურად იზრდება. წელს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. დღეს გვაქვს სტუდენტების მიღების საზეიმო ცერემონია და აღვნიშნავთ მათი საუნივერსიტეტო კარიერის დასაწყისს. წარმატებას ვუსურვებთ ყველა სტუდენტს სწავლის პროცესში. მათი უფროსი კოლეგები წინა ორი მიღებიდან უკვე მუშაობენ შესაბამის დარგებში და აწყობენ მომავალ კარიერას. გვჯერა, რომ ახალი სტუდენტებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“ - განაცხადა კენ უოლშმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანმა.
აკადემიური წლის დაწყების ოფიციალური ცერემონია საუნივერსიტეტო კარიერის დასაწყისის აღსანიშნავი დღეა. ამ დღეს ახალი სტუდენტები და მათი ოჯახები იკრიბებიან, ხვდებიან ლექტორებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს, მათთან ერთად აღნიშნავენ ახალი ეტაპის დაწყებას. ეს ცერემონია ასევე ამყარებს ისეთ ინსტიტუციურ ღირებულებებს, როგორიცაა განსწავლულობა, მოქალაქეობა და ლიდერობა.
2017 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 200-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. სტუდენტთა მესამე ნაკადი, ჩვეულებისამებრ, წარმატებული და მრავალფეროვანია. მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე. აგრეთვე 20-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი 8 ქვეყნიდან და ამერიკელი გაცვლითი სტუდენტები სან დიეგოს კალიფორნიის კამპუსიდან.




სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ელენე ალადაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და განვითარების დირექტორი, SDSU საქართველო ealadashvili@mail.sdsu.edu 577 974 004

წაკითხულია: 3360