ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სასტუმროების მართვის, ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემის პრეზენტაცია ბათუმში
16/03/2016

მედია ანონსი

სასტუმროების მართვის, ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემის პრეზენტაცია ბათუმში

18 მარტს,11 საათზე, ბათუმში, აჭარის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, (ფარნავაზ მეფის N84/86)  ორგანიზაცია "პროსერვისის" ორგანიზებით და აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის - „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების" პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი რვაზ ნატროშვილი და აჭარაში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები. პრეზენტაციას წარმართავს კომპანია პროსერვისი -ს დირექტორი რევაზ ნატროშვილი.

პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და მინზად ისახავს, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. პროექტის მთავარ სეგმენტს წარმოადგენენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროები და განსაკუთრებით აჭარის ტურისტული ზონის მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები.

ელექტრონული სერვისით, სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს, შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვინებითი გადახდის პირობით.
  
შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ სასტუმროებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ვებ გვერდი. პროექტის ფარგლებში, ასეთი სასტუმროები „სასტუმროს მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სიტემის" პროგრამულ უზრუნვეყოფასთან ერთად, ვებ გვერდს და 1 გბ ჰოტინგს მიიღებენ. 

„დღეს, თითქმის ყველა სასტუმრო სარგებლობს საერთაშორისო დაჯავშნის სისტმებით, რომლებიც შუამავალ აგენტებს წარმოადგენენ. თუმცა ამ პორტალებთან საკომისიო საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებასა და რენტაბელური ფასები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სისტემის მომხმარებელთათვის გათვალისწინებულია, მხოლოდ ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი, რაც არ გულისხმობს დამატებით საკომისიო გადასახადს მიუხედავა იმისა, რამდენი სტუმარი ისარგებლებს ონლაინ დაჯავშვნით", - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რევაზ ნატროშვილმა. 

„სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის" ინტეგრაცია სასტუმროებისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები აჭარის რეგიონის სასტუმროების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგები მიმდინარე წლიდან უსასყიდლოდ ჩატარდება პროსერვისის ტექნოლოგიური ექსპერტების მიერ.

პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება ექნებათ აჭარაში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლებს, რომლებსაც დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ახალი პროგრამის შესახებ.
 
საკონტაქტო პირი: რევაზ ნატროშვილი, 599261001 

 

წაკითხულია: 6402