ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები.
07/04/2017
ვინ?: თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე და მონიკა აზიმი, აშშ-ს განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი გახსნიან პრეზენტაციას თემაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები.
რა?: პრეზენტაცია თემაზე: საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები.
სად?: თბილისი მერიოტი
როდის?: 10 აპრილს, 09:30–12:30 საათზე,
რატომ?: ღონისძიების მიზანია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში 2014-2020 წწ. ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა. ანგარიშში შესულია 2016 წლის 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ექსპერტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისას გამოკვეთილი მიგნებები და თანმდევი მოვლენები.
ანგარიში მიესალმება მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მეტნაკლებად ყველა საკვანძო მიმართულებით. ზოგადი რეკომენდაციების გარდა, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიცაა მართლმსაჯულება, პენიტენციური სისტემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა უფლებები, ასევე გენდერული თანასწორობისა და მუშაობის უფლება. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს სამომავლო აქტივობებისთვის. იმედია, ეს ანგარიში დაეხმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საკუთარი პროგრესის შეფასებაში და იმის გააზრებაში, თუ როგორ მიაღწიონ ძირითად მიზანს, რომელიც მდგომარეობს სახელმწიფო პოლიტიკის ყველა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა ინტეგრირებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა კულტურის პოპულარიზაციაში.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სახალხო დამცველის ოფისის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა და შესაძლო სამომავლო ნაბიჯები.

პრეზენტაცია მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის USAID-ის დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. იგი შეესაბამება EWMI/PROLoG-ის მიზანს დაეხმაროს ადამიანის უფლებათა უწყვეტი რეფორმის სისტემის ჩამოყალიბებას და ამერიკის მთავრობის ძალისხმევას ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას საქართველოში.


წაკითხულია: 2766
პერიტუს გრუპი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები