ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება
19/12/2016
ვინ?: ქ-ნი ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
რა?: ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი ადვოკატირება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის.
სად?: საქართველოს საპატრიარქო, მეფე ერეკლე II მოედანი № 1
როდის?: 19 დეკემბერი 2016 წელი, 18:00 საათი.
რატომ?: საქართველოს ბავშვებებზე ძალადობის მაღალი დონე საქართველოში; მაღალი ტოლერანტობა ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი; დედათა სიკვდილიანობისა და მკვდრადშობადობის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში; ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებათა ნაკლებობა და სოციალური სამუშაოს ხარვეზები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ მაღალი სტიგმა ის საკითხებია, რომლებზედაც გამახვილდება ყურადღება საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge
წაკითხულია: 3030