ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოსა და ქუვეითს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება
10/07/2017
ვინ?: ავიაკომპანიის პირველი რეისით თბილისს ეწვევიან “Wataniya Airways”-ის დამფუძნებელი და მფლობელი ბ-ნი რაკან ელ ტავაიჯრი და ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების 70 კაციანი დელეგაცია.
რა?: ჩამოფრინდება ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Kuwait Wataniya Airways-ის პირველი რეისი.
სად?: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
როდის?: 11 ივლისს, 16:40 საათზე.
რატომ?: Wataniya Airways“ რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ა.წ. 30 ივნისს გასცა.

ავიაკომპანიის პირველი რეისით თბილისს ეწვევიან “Wataniya Airways”-ის დამფუძნებელი და მფლობელი ბ-ნი რაკან ელ ტავაიჯრი და ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების 70 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე არიან ავიაკომპანიისა და სხვა მსხვილი ბიზნესის მმართველები: DR.HAMAD ALTUWAJRY, MR. RAKAN ALTUWAJRY, WATANIYA AIRWAYS-ის ბორდის წევრები: MR. RIYADH ALSAEED დაMR. FOUZI ALATEEQI.
დელეგაცია 18:30 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“ (მის: შოთა რუსთაველის N 29) გამართავს ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებასა და პრეს-კონფერენციას. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები.
ღონისძიებას ქუვეითის მხრიდან ქ-ნი ლანა ალ რეშიდი (საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი), საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში ბ-ნი როლანდ ბერიძე და საქართველოში Wataniya Airways-ის გენერალური კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველი“ გახსნიან.
საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა.
წაკითხულია: 3999
პერიტუს გრუპი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები