ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016
06/12/2016
ვინ?: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG); განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC); საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ორგანიზებით გაიმართება „სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016“. ფორუმი ტარდება ევროკავშირის და პური მსოფლიოს დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.
რა?: წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემებია: გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის დაფუძნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, წარდგენა აუდიტორიისთვის.
სად?: სასტუმრო Holliday Inn-ში (თბილისი, 26 მაისის მოედანი).
როდის?: 2016 წლის 8 დეკემბერს დილის 9:30-დან.
რატომ?: "სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016”-ზე, პირველად, გამოვლინდებიან გამარჯვებულები საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს შორის შემდეგ ნომინაციებში: წლის სოციალურ საწარმო და წლის Start Up სოციალური საწარმო. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ახლადდაარსებული და უკვე მოქმედი სოციალური საწარმოები. ასევე, მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, "სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
2015 წლის ფორუმზე, მონაწილე სოციალური მეწარმეების მიერ გამოითქვა სურვილი ალიანსის დაფუძნების შესახებ. შესაბამისად, 2016 წლის 8 ნოემბერს, საქართველოში სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციისა და სოციალური საწარმოების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“. ალიანსის მიზანი სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა. წევრებს სხვადასხვა მომსახურების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ, მათ შორის: განათლება და კონსულტაცია, ადვოკატირება და კვლევითი საქმიანობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი (European Union) და პური მსოფლიოსთვის (Bread For the World)
ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი; „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“; ასკანელი ძები.

საკონტაქტო პირი
ნათია მეტრეველი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ტელ: (+995 32) 2399019; 2399018
ელ-ფოსტა: natia@csrdg.ge;

წაკითხულია: 4209