ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოციალური ფორუმი
25/09/2015

მედია ანონსი

სოციალური ფორუმი

გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებითა და ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის ფინანსური ხელშეწყობით, 25 სექტემბერს, ქალაქ ბორჯომში, ჩატარდება პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში"ფარგლებში დაგეგმილი სოციალური ფორუმი.

სოციალური ფორუმის მიზანია მოწვეული სტუმრებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პროექტის დეტალური გაცნობა, სოციალური მეწარმეობის როლისა და მნიშვნელობის განხილვა საზოგადოების განვითარების საქმეში. აქვე მოხდება საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ფორუმის მიმდინარეობისას ჩართული მხარეები გაეცნობიან, როგორც ბიზნესზე ორიენტირებულ სოციალურ საწარმოებს, ასეცე სერვისის მიმწოდებელ საწარმოებს. ფორუმზევე მოხდება მემორანდუმის გაფორმება ადგლობრივ თვითმმართველობასთან. 

25 სექტემბერს დაგეგმილ სოციალურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და სოციალური მეწარმეები, რომლებიც უკვე ანხორციელებენ პროექტს საზღვრისპირა რეგიონებში.

პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და საზღვრისპირა გამყოფ ზოლთან მცხოვრებ პირთათვის სოციალური საწარმოების დაფუძნებას და ზოგადად სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას რეგიონში.

პროექტი "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება რამოდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი სამი ფაზა წარმატებით ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონში და მისი მიმდინარეობის განმავლობაშიც დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები: I ფაზა: საინფორმაციო შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებში და საინფორმაციო კამპანია. II ფაზა: დაინტერესებულ და ჩართულ პირთა სემინარები სოციალური საწარმოების ფუნქციონირებისა და სარგებლიანობის შესახებ. III ფაზა: დაინტერესებულ პირთა ტრენინგი სოციალური საწარმოების მართვისა და ფუნქციონალობის მიმართულებით. 

პირველი სამი აქტიური ფაზის შემდეგ, შიდა ქართლში უკვე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, სადაც 85 განაცხადი შევიდა. რთული შესარჩევი პროცესის შემდეგ შეირჩა 7 პროექტი და დაფინანსდა 4 ბიზნესზე ორიენტირებული, 3 კი სერვისების მიმწოდებელი სოციალური საწარმო.

ამ ეტაპზე არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ხელშეწყობით უკვე მოქმედებს სოციალური საწარმოები სამეგრელოში, პანკისსა და ქვემო ქართლში.

ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობდა 1992-1997 წლებში, ხოლო 2010 წელს, ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org; (მობ: +995 32 2 29 00 06; ფაქსი: +995 32 2 29 00 06; ელ.ფოსტა: info@asb-georgia.org)

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი": საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", დაარსებული 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.chca.org.ge (ტელ.: + 995 431 24 16 51
ფაქსი: +995 431 24 16 53 ელ. ფოსტა: pr@chca.org.ge)

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 

 

წაკითხულია: 4854