ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/10/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
12 ოქტომბერს შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება
მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფესტივალზე, რომელიც მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფისა“ ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება წარმოდგენილები იქნებიან ღვინის მსხვილი და მცირე მეწარმეები, სტარტაპერები. გაიმართება ღვინის დაგემოვნების მასტერკლასი.
დეგუსტაციისა და გამოფენების გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, თაფლი, ჩირი. გამოიფინება ხელნაკეთი აქსესუარები, წიგნები ღვინის თემაზე.
ფესტივალის ტერიტორიაზე დაიდგმება ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული თეატრალური წარმოდგენები. სცენას მთელი დღის განმავლობაში დაიკავებენ ქართული ხალხური ანსამბლები, თანამედროვე მუსიკოსები და მოცეკვავეები. შესრულდება ქართული სიმღერები და გაიმართება ელის ფეირინგის საქართველოს შესახებ დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულით - მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარმოდგენა. ტურისტები და ადგილობრივი დამთვალიერებლები იხილავენ სხვადასხვა წარმოდგენებსა და შოუებს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2684