ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
21 წლის ახალგაზრდამ საზღვართან სასწავლო ცენტრი გახსნა
ზაალ არქანია სოფელ ჯვარის მკვიდრია. მიუხედავად საზღვრისპირას ცხოვრების სირთულეებისა და მრავალი დაბრკოლებისა, 21 წლის ახალგაზრდა მუდმივად ცდილობს ჩართული იყოს საინტერესო პროცესებში და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო გახადოს მთის ცხოვრება.
დღეს ზაალი ამერიკის საელჩოს ,,ბიზნეს მენტორობის პროგრამის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც გადის ბიზნეს ადმინისტრირების კურსს. ამასთან ერთად იგი პროექტ Yes-Geogia-ს ბენეფიციარიცაა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა სტარტაპერმა საკუთარი საქმე წამოიწყო მშობლიურ კუთხეში, რომლის მიზანიც სახელოვნებო განათლებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაა თემის ახალგაზრდებისთვის.
ზაალი ბავშობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით. როგორც თავად იხსენებს ის სპილენძის მავთულებისა და ბისერებისგან ,,ნატვრის ხეებს“ აკეთებდა . ბავშობიდან ოცნებობდა საკუთარი საწარმოს ქონაზე, ამიტომ როგორც კი წამოიზარდა გადაწყვიტა წასულიყო თბილისში და კოდის სათემო განათლების ცენტრში მიიღო განათლება ტიხრული მინანქრის სპეციალობაზე, რათა მიღებული ცოდნა საკუთარ საქმეში გამოეყენებინა.


„ყველაზე ემოციური და ბედნიერი წუთები მქონდა, როცა 2018 წელს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროექტის ფარგლებში (პროექტ Yes-Geogia-ს ინიციატივა) შევძელი საკუთარი სასწავლო ცენტრის გამეხსნა, რომელსაც ,,ამოselect” დავარქვი. ჩემი ცენტრი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს სასწავლო ცენტრში ისწავლონ მინანქარზე მუშობა და იქვე პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ. საწარმო ,,ამოselect” ნიშნავს: ამოდი ჯვარში, გაიარე ყველაზე საინტერესო კურსები და შეარჩიე ყველაზე სასურველი ნაკეთობები. აქ დამთვარიელებლებს ჩვენი ნაკეთობების შეძენაც შეუძლიათ. ფაქტიურად ცენტრი მრავალფუნქციურია და სწავლა და შემდგომი რეალიზაციაც ერთდოულად ხდება“ - ამბობს ზაალი
ამ ეტაპზე სასწავლო ცენტრი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა შექმნილი, სადაც უკვე დადიან ადგილობრივი მოსწავლეები. ახალგაზრდა სტარტაპერის მიზანია რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩართოს თავის ცენტრში, ხელი შეუწყოს მთაში მცხოვრებ ახალგაზრდათა განათლებას და მეტად გააქტიუროს ისინი. ზაალის ამჟამინდელი ოცნებაა ჯვარში 3-4 ისეთი სახელოსნო-სასწავლო სივრცის მოწყობა, სადაც 30-40 მოსწავლე შეძლებს მეცადინეობებზე დასწრებას.
ორგანიზაციის შესახებ
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
წაკითხულია: 7067