ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/09/2017
BIAFF 2017 - ბათუმის კინოფესტივალის “დიდოსტატთა კოლექციის“ და „სპეციალური ჩვენების“ სექციის პროგრამა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი საინტერესო სექციაა „დიდოსტატთა კოლექცია“, რომლის ფარგლებშიც ცნობილი კინორეჟისორების ბოლო წლის ნამუშევრები იქნება ნაჩვენები და „სპეციალური ჩვენებების“ სექცია, რომელიც ფარგლებშიც წელს ცნობილი ირანელი კინორეჟისორის მოჰსენს მახმალბაფის და მისი ქალიშვილის ჰანა მახმალბაფის ფილმებია წარმოდგენილი. ამავე სექციაშივე ნაჩვენები იქნება ცნობილი ირანელი კინორეჟისორის აბას კიაროსტამის (რომელიც შარშან გარდაიცვალა) ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სეიფლაჰ სამადიანის დოკუმენტური ფილმი აბას კიაროსტამზე.
არასაკონკურსი სექციის „დიდოსტატთა კოლექცია“ ფილმების სია

1. იმედის მეორე მხარეს, აკი კაურისმაკი, ფინეთი/გერმანია, 2017; 100 წთ.
2. ანარეკლი (ხატება), ანჯეი ვაიდა, პოლონეთი, 2017; 98 წთ.
3. მონტეკში დაბრუნება, ვოლკერ შნოლდორფი, გერმანია/ირლანდია/საფრანგეთი, 2017; 106 წთ.
4. ქსელი, კიმ კი დუკ, სამხრეთ კორეა, 2016; 118 წთ.
5. უსიყვარულობა, ანდრეი ზვიაგინცევი, რუსეთი/საფრანგეთი, 2017; 127 წთ.

არასაკონკურსი სექციის „სპეციალური ჩვენებები“ ფილმების სია:
- 76 წუთი და 16 წამი აბას კიაროსტამთან, სეიფოლაჰ სამადიანი, ირანი, 2016; 76 წთ.
- წამიყვანე სახლში, აბას კიაროსტამი, ირანი, 2016, 16 წთ.
- უმანკოების მომენტი, მოჰსენ მახმალბაფი, ირანი/საფრანგეთი, 1996; 78 წთ.
- შეშლილობის სიხარული, ჰანა მახმალბაფი, ავღანეთი/ირანი, 2003; 71 წთ.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე
კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.
კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით - http://biaff.org/media-acreditation
კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
ორგანიზაციის შესახებ
კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
წაკითხულია: 3574