ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/09/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
BIAFF 2018 - ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა
ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მენეჯმენტა დაასრულა საერთშორისო ჟიურის და ფილმების პროგრამის ფორმირება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს. საერთაშორისო ჟიური ფილმებს შეაფასებს სამ საკონკურსო სექციაში - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები სექციები.
BIAFF 2018 - საერთაშორისო მხატვრული სექციის ჟიური - სერგეი რახლინი (აშშ) - თავჯდომარე, ბენკე ფლიგაფი (უნგრეთი) – რეჟისორი, ოლეგ ნეგინი (რუსეთი) - სცენარისტი; ალინ ტასჩიანი (თურქეთი) - კინოკრიტიკოსი; ლევან თუთბერიძე (საქართველო) - რეჟისორი

BIAFF 2018 - საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური - ვიტალი მანსკი (ლატვია) - ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი; ინა როსოვ (გერმანია) - კინოდისტრიბუცია; ზავენ სარგისიანი (სომხეთი) - ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი, სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი) - კინოკრიტიკოსი, მარიამ ჭაჭია (საქართველო) - რეჟისორი

BIAFF 2018 - საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური - ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი) - ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი; ჟალე არიკანი (გერმანია) - მსახიობი; ქეთევან დევდარიანი (საქართველო) - სცენარისტი

BIAFF 2018 - ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური - გოგი გვახარია. თეო ხატიაშვილი . ლელა ოჩიაური.
ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ბათუმის კინოფესტივალზე და შეაფასებს საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას და გამოავლენს კინოკრიტიკოსთა რჩეულ ფილმს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული პრიზი - 1000 ევრო.
BIAFF 2018 - პროგრამა
ფესტივალის გახსნის ფილმი - „ჩემი ბებია“, კოტე მიქაბერიძე, საქართველო, 1929, 29 წთ.

BIAFF 2018 - მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია

1. ბედნიერი ლაზარე, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.
2. დონბასი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ.
3. თარჯიმანი, მარტინ სულიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.
4. მარცვალი, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ.
5. მკვდარი ცხენის ნისლეული, ტარიკ აკტაში, თურქეთი, 2018; 73 წთ.
6. პანიკური შეტევა, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ.
7. რეი და ლიზი, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.
8. სტიქსი, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.
9. შეხტომა, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ.
10. ჰორიზონტი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.




BIAFF 2018 - დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია

1. დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.
2. ზღვარს მიღმა, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ.
3. მამებისა და შვილების შესახებ, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.
4. მშიერი აჩრდილების კუნძული, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/ავსტრალია; 2018, 94 წთ.
5. ორსონ უელსის თვალები, მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ.
6. სიცოცხლის კიდევ ერთი დღე, დამიან ნენოვი, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ.
7. შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ.
8. შორეული თანავარსკვლავედი, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/თურქეთი/ჰოლანდია, 2017; 82 წთ.

BIAFF 2018 - მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
1. საშლელი, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.
2. ღამის მორიგე, გრიგოლ ჯანაშია & ნატო გაბუნია, საქართველო, 2018, 22 წთ.
3. Paganos, ნიკოლოზ ქობულავა, საქართველო, 2017, 10 წთ.
4. დასაწყისის დასასრული, გიორგი ქასრაშვილი, საქართველო, 2018; 10 წთ.
5. 1943, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2018, 20 წთ.
6. ყველა ის არსება , ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.
7. შენ ხარ ფრენბურთი?! მოჰამედ ბაკში, ირანი, 2017, 15 წთ.
8. ზურგჩანთა, მიხალის მათიუდაკისი, საბერძნეთი, 2018, 14 წთ.
9. ბაგატელი, დანიელ ლევინი, აშშ, 2018, 30 წთ.
10. ბლოეიშტრაატის 11, ნიენკე დეუტცი, ბელგია/ნიდერლანდები, 2018, 9 წთ.
11. ბედნიერი მგზავრობა, სინისა გალიკი, სერბეთი, 2017, 16 წთ.
12. ცივი ზაფხულის ღამე, იაშ სავანტი, ინდოეთი, 2018, 21 წთ.
13. საკვები მიტანით, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.
14. დეპორტაცია, არჯუნ ტალვარი, პოლონეთი, 2018, 21 წთ.
15. დია, ჰამზა ბანგაში, პაკისტანი/დიდი ბრიტანეთი. 2018, 24 წთ.
16. ნაფეხური, ჰაიდარ დემირტასი, თურქეთი, 2018, 20 წთ.
17. მთა, გრეგორი, ვერბეკე, ალბანეთი, 2018, 15 წთ.
18. უნდა გიყვარდეს კუბრიკი, , ალმა ანდრესკუ, რუმინეთი, 2018, 24 წთ.
19. ჩემი სიჩუმე, ბენჟამენ ეიაგა, კამერუნი, 2018, 24 წთ.
20. წყნარი ქუჩა, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2018, 28 წთ.
21. მოკლე, რუსლან აღახადე, აზერბაიჯანი, 2018, 13 წთ.
22. სუპერპრიზი, კონსტანტინე ჭელიძე, რუსეთი, 2017, 15 წთ.
23. კურდღლებით სავსე ტყე, , ნიკოლაი კნაკმუსი, გერმანია, 2017, 20 წთ.
24. ტომბე , დიანა კარდუმიანი, სომხეთი, 2018, 19 წთ.
25. უმბრა, სააედ ჯაფარიანი, ირანი, 2018, 15 წთ.
26. სიტყვა, იგორ ვიშნევსკი, უკრაინა, 2018, 30 წთ.


BIAFF 2018 - „დიდოსტატთა კოლექცია“
1. „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა, 2018; 122 წთ.
2. „ალმოდებული“, ლი ჩანგ-დონგი, სამხრეთ კორეა, 2018, 148 წთ.
3. „ექსტაზი“, გასპარ ნოე, საფრანგეთი, 2018; 95 წთ.
4. „ველური მსხლის ხე“, ნური ბილგე ჯეილანი, თურქეთი/მაკედონიის რესპუბლიკა/ საფრანგეთი/ გერმანია/ბოსნია-ჰერცოგოვინა/ბულგარეთი/შვედეთი, 2018; 188 წთ.
5. „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, ლარს ფონ ტრიერი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 155 წთ.
6. „ყველამ იცის“, ასგარ ფარჰადი, ესპანეთი/საფრანგეთი/იტალია, 132 წთ.
7. „ცივი ომი“, პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი/საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი, 2018; 88 წთ.



BIAFF 2018 - „სპეციალური ჩვენებები“
1. „ზაფხული“, კირილ სერებრენიკოვი, რუსეთი/საფრანგეთი, 2018; 126 წთ.
2. „B-ფილმები: ვნება და ხმაური დასავლეთ ბერლინში 1979-1989“, კლაუს მაეკი, იორგ ჰოპპე, ჰეიკო ლანგე, გერმანია, 2015; 92 წთ.
3. „სიმონ პეტლიურას საიდუმლო დღიური“, ოლეს იანჩუკი, უკრაინა, 2018; 122 წთ.

ქართული პანორამა
1. ანდრო, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017; 25წთ.
2. ბათუმის ერთი დღე, საქართველო, 2018; 41 წთ.
3. დევნილობის ცხრა წელი, თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018; 23 წთ.
4. დიდუბე, ბოლო გაჩერება, შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია; 2017, 64 წთ.
5. თევზაობა, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017; 17 წთ.
6. ინსტიტუცია #16, საქართველო, 2017; 64 წთ.
7. მოუსმინე სიჩუმეს, მარიამ ჭაჭია, საქართველო, 2016; 80 წთ.
8. მტვრით მოწამლულები, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ.
9. ნიკო მარის კვალდაკვალ, ვასო ჩავლეიშვილი , საქართველო, 2018; 32 წთ.
10. რეზო, ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017; 63 წთ.
11. ჯარა, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ.
12. ჰამლეტი, გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018; 80 წთ.

ქართული კინოს კლასიკა
1. ალავერდობა, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1962; 52 წთ.
2. მარილი სვანეთს, მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930; 44 წთ.
3. ფიროსმანი, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; 85 წთ.
4. ჩემი ბებია, კოტე მიქაბერიძე, საქართველო, 1929; 29 წთ.


BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე
კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.
კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით - http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი
კინოფესტივალის სპონსორები - სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“, რესტორანი ECLIPSE, შპს „Legal Consulting Center“
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge
ორგანიზაციის შესახებ
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272
წაკითხულია: 3297