ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
IYIPO-ს მონაწილეებმა განათლებისა და ინოვაციების კვირეულში მიიღეს მონაწილეობა
16/11/2015
 

დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge

 

IYIPO-ს მონაწილეებმა განათლებისა და ინოვაციების კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადამ (IYIPO) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფარგლებში ჩატარებულ გამოფენა „სახალისო მეცნიერება მოსაწავლეებისათვის“ მიიღო მონაწილეობა. გამოფენა წელს პირველად ჩატარა და მასში IYIPO-ს წარმატებულმა მონაწილეებმა რამოდენიმე საინტერესო პროექტი წარადგინეს. დემირელის კოლეჯის მოსწავლეებმა დამთვარიელებლებს რამოდენიმე საინტერესო სანახაობრივი გამოგონება შესთავაზეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე პირადად ეწვია ნორჩი გამომგონებლების სტენდს და წარმატებები უსურვა მოსაწვლეებს შემდგომ საქმიანობში.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის შარშანდელმა ქართველმა გამარჯვებულებმა კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში წარადგინეს საკუთარი გამოგონებები და კიდევ ერთხელ გააცნეს თანატოლებს საკუთარი მიღწევები.

 

IYIPO-2016 გაზაფხულზე მეათედ გაიმართება და იგი მონაწილეებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს.  კერძოდ კი, უკვე არსებულ სექციებს ეკოლოგიის მიმართულებითა შეემატება, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. ტრადიციულად კი კვლავ შეფასდება ნაშრომები და გამოგონებები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ინჟინერიაში. 

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას.

  

ოლიმპიადის შესახებ:

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორიაჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ყოველ წლიურად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი ინვენტორი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება  ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები  შემდეგ დისციპლინებს მოიცავს:  ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

წლევანდელი რესპუბლიკური ოლიმპიადის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. 

წაკითხულია: 4843