ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესია გაიმართება
20/03/2015
პრესრელიზი

20 მარტი, 2015
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ბაგრატია, პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
ტელ: 595 56-55-53; E-mail: tbagratia@nala.ge

ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესია გაიმართება
 
საქართველო - 2015 წლის 23-27 მარტს, საქართველოს იუსტიცის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეთათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესიას მართავს. სამუშაო სესიებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მონაწილეებს მომავალ გეგმებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ტრენინგ-პროგრამის პირველი ნაწილი თვითმმართველობის ერთეულებში ახლად დანიშნული საკონტაქტო პირებისათვის იქნება განკუთვნილი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეეხება, ხოლო მეორე ნაწილი კლიმატის ცვლილების მუნიციპალური გზამკვლევის (კონცეფციის) შემუშავებას,გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სივრციითი დაგეგმარების საკითხებს მუნიციპალიტეტებში პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში. 

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე. 

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

 

წაკითხულია: 3762