ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/12/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ამერიკაში ISPA-ს კონგრესზე ქართველი არტ-მენეჯერი ელენე მეჩითოვა მიემგაზვრება
ელენე მეჩითოვა - პირველი ქართველი სტიპენდიანტი, სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო კონგრესზე მიემგზავრება. ამ შესაძლებლობის მოსაპოვლებლად ყოველწლიურად 300-მდე განაცხადი შემოდის მთელი მსოფლიოდან. ნიუ-იორკში გამართული 101-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორია საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო საზოგადოება (ISPA) .
კონგრესი 2018 წლის 8-11 იანვარს ჩატარდება და წლევანდელი კონგრესის თემა გახდა “გამაწონასწორებელი აქტები: ხელოვნება, საზოგადოება და ლიდერობა¬ (Balancing Acts: Arts, Community And Leadership). კონგრესი ტარდება ტაიმც ცენტრში და ყოველწლიურად მასში მონაწილეობას 600-მდე დელეგატი იღებს.
ელენე მეჩითოვა წელს უკვე მოერედ ხდება ISPA კონგრესის სტიპენდიანტი. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და კონგრესის ხელმძღვანელობასთან. კონგრესი წელიწადში ორჯერ ტარდება და შესაძლოა სამომავლოდ მას საქართველომაც უმასპინძლოს.
ელენე მეჩითოვა არის ორგანიზაცია „ART BRIDGE”-ის და KAVKAZ JAZZ ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი, გარდა ამისა, ის არის ანტრეპრენიორი და კულტურის მენეჯერი, საერთაშორისო რეზიდენციების “ARTSLINK 2015” მონაწილე და ISPA-ს კონგრესის 2017-2018 სტიპენდიანტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ვიოლინოს კლასი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არტ მენეჯერის სპეციალობით. ის მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია საშემსრულებლო ხელოვნებასთან, განათლებასთან და სოციალურ ცვლილებებთან ხელოვნების გზით. მეჩითოვას მიზანია კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი შემდგომი პროფესიული განვითარება, შემოქმედებითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას არტისტებს შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბოლო დროის მისი ერთერთი წარმატებული პროექტებია საგანმანათლებლო პროგრამა ლუვილის უნივერსიტეტის ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლასთან (აშშ), რომელიც გააშუქა ამერიკის ყველაზე გავლენიანმა ჯაზ-ჟურნალმა DOWNBEAT. და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივი ჯაზ საღამო ბელგიის კულტურის ცენტრთან BOZAR თანამშრომლობით.
ორგანიზაციის შესახებ
http://www.ispa.org/?fellow18_mechitova (profile at congress)
https://youtu.be/uhVDG2spRQU Congress Video (Helen Mechitova)
წაკითხულია: 3521