ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/01/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
არასამთავრობო სექტორი საცხოვრისის მართვისა და ენერგოეფექტური სანაციის თემებს განიხილავს
26 იანვარს, 11 საათზე, სასტუმრო იოტაში, (ლერმონტოვის ქ. #10) კონფერენცია „საცხოვრისის და მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება“ გაიმართება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში.
ევროკავშირის პროექტი, რომელიც 5 სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება საქართველოს 3 ქალაქია ჩართული და მასში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორია აქტიურად ჩართული. კონფერენციაზე განიხილება ისეთი თემები როგორიცაა: საცხოვრისის მართვისა და ენერგოეფექტური სანაციის საკითხები, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შესაძლებლობები (პროექტის ფარგლებში მინიმუმ 40%ით დაიზოგება ელ ენერგისაა და გაზის მომხმარება), საცხოვრისის დაპროექტება-მშენებლობისა და მართვა-ფუნქციონირების ტექნიკური რეგლამენტები და სხვა მიმდინარე საკითხებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. პროექტი მიზანია გაძლიერდეს ისეთი ინსტიტუციები როგორიცაა საბინაო სექტორში მომუშავე სამოქალაქო სექტორი. მსგავსი ფორმატის ღონისძიება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც საცხოვრისის სექტორს სამოქალაქო საზოგადოების როლისა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით განიხილავს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი. პროექტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება გაიმართება პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
აღნიშნული პროექტი გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2017 წლის 31 იანვარს სრულდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3104