ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/05/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
არტ-ისტული ფანტაზია #4
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ „არტ-ისტი“-ს ბავშვების ნამუშევრები. ასევე მონაწილეობა მიიღონ სპეციალურად შემუშავებულ პროგრამაში, რომელსაც ბავშვთა ანიმატორები გაუძღვებიან.
ექსპოზიციაზე სტუდია „არტ-ისტი“-ს ბაშვების მიერ შექმნილი სემესტრული შედევრები იქნება წარმოდგენილი: კერამიკული და პოლიმერული თიხის ნამუშევრები, ფერწერა, გრაფიკა .
ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები მიიღებენ სერთიფიკატს და სიმბოლურ საჩუქრებს .
„არტ-ისტის“ მოღვაწეობის ძირითადი სფერო წარმოადგენს ბავშვების განვითარებისთვის ესთეტიური ღირებულებების, სახელოვნებო შემოქმედებითი და პროფესიული უნარების ჩამოყალიბება, ქართული და მსოფლიო კულტურის ფასეულობების წვდომა და თანამედროვე ეპოქაში ამ მონაპოვრების სამოქალაქო ცხოვრებაში დამკვიდრება. სტუდიაში 2014-2017 სასწავლო წლის გამნავლობაში 4 – 30 წლის ასაკის 350 - მდე მოსწავლე 10-მდე საგანს სწავლობს: ხატვას, ფერწერას, კერამიკას, პოლიმერული თიხით ძერწვას, ფოტოგრაფიას, სიმღერას, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიას, ლიტერატურას, ინგლისურს და რუსულს .
ღონისძიების წარმატებულად ჩატარებისთვის მადლობას ვუხდით „შუმბა ლენდის„ ადინისტრაციას , “თოლიას“ -ნაყინს , „კოკა-კოლას“, „ვაკეს“ სოსისებს.
კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ბავშვებს !
ორგანიზაციის შესახებ
ღონისძიების წარმატებულად ჩატარებისთვის მადლობას ვუხდით „შუმბა ლენდის„ ადინისტრაციას , “თოლიას“ -ნაყინს , „კოკა-კოლას“, „ვაკეს“ სოსისებს.
კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ბავშვებს !
წაკითხულია: 1535