ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/08/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე კომპაქტის შედეგებს ეცნობა
2018 წლის 21-24 აგვისტოს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი სინტია ჰუგერი თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საგანმანათლებო პროექტების შედეგებს და მიმდინარე საქმიანობას გაეცნობა.
ვიცე პრეზიდენტი ჰუგერი ამ პოზიციაზე მის პირველ საერთაშორისო ვიზიტს საქართველოში მართავს. 22 აგვისტოს, 14:45 სთ-ზე სინტია ჰუგერი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს (მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვარტალი) მოინახულებს, რომელსაც ახალი პროფესიული პროგრამები დაემატა.
ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრას გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს.
ვიზიტის ფარგლებში, ქ-ნი ჰუგერი, შეხვედრას გამართავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილთანაც. ის ასევე შეხვდება კომპაქტის პროექტების ბენეფიციარებთან, დაათვალიერებს ახლად აშენებულ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსსა და რკინიგზის კოლეჯის ახლად რეაბილიტირებულ შენობას. ხოლო, 24 აგვისტოს ის დაესწრება გოგოების სართაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ (WiSci – Georgia) დახურვის ცერემონიას. ბანაკი პირველად იმართება საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით. საერთაშირისო ბანაკის ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ფონდის პროგრამა GirlUp-ი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ხოლო პარტნიორები არიან კომპანიები Intel, Google, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული ასოციაცია. ბანაკში მონაწილეობას იღებს 100 გოგონა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კომპაქტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სექტორებში. მათ შორის კომპაქტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლებს რეგიონებში, მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგ პროგრამა, დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში 2015 წლიდან შემოვიდა აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში.

ორგანიზაციის შესახებ
კომპაქტი წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის მიმდინარე სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს და უმსხვილეს ინვესტიციას, აშშ-ის მთავრობის გრანტს, საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებისთვის.
წაკითხულია: 1695