ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/09/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ახალგაზრდა მეწარმე სოფელ სპასოვკიდან
როინ ბერიძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკიდანაა. ნიჭიერმა ახალგაზრდამ ჯერ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ სწავლა ბიზნესი ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა.
4 წლის წინ როინი მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და ბანკში მუშაობის პარალელურად გაუჩნდა იდეა სოფლის მეურნეობა ბიზნესად ექცია. თუმცა ძირითად პრობლემას სოფელში სარწყავი სისტემის არ არსებობა და ცხელ ზაფხულში უწყლობა წარმოადგენა, რაც მთავარი ბარიერი იყო რეგიონში პოპულარული მეკარტოფილეებს განვითარებისთვისაც.
„უწყლოობის გამო, მორწყვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო სოფელის მოსახლეობისთვის, რის გამოც კარტოფილის წარმოება სოფლის მეურნეობის რთულ დარგს წარმოადგენდა ადგილობრივებისთვის. გამიჩნდა იდეა, რომ სოფლისთვის შემეძინა მოძრავი სარწყავი სისტემა, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში დიდი ფართობის მიწის მონაკვეთს მორწყავდა. იქნებოდა მობილური და ადვილად გადასატანი, რომ მთელი სეზონის განმავლობაში თანაბრად გადანაწილებულიყო ყველა მსურველზე,“ - ამბობს როინ ბერიძე.
როინმა საკუთარი იდეის განხორციელება პროექტ „Yes Georgia“-ს მეშვეობით სცადა. „მეწარმეთა სკოლაში“, მოხვედრის შემდეგ, მან შეისწავლა მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, პროექტის ბენეფიციარიც გახდა და საშუალება მიეცა იდეა რეალობად ექცია. დღეს მისი პორტატული და მოქნილი სარწყავი სისტემის წყალობით სოფლის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ სოფლის მეურნეობის ეს დარგი (მეკარტოფილეობა) ძირითად ბიზნესად აქციონ. ახალგაზრდა მეწამემ პროექტის ფარგლებში მოსაწამლი ავზიც შეიძინა და ადგილობრივებიც დაასაქმა.
როინი დღეს სოფელს საკუთარი სარწყავი სისტემით ეხმარება, რაც წლების განმავლობაში ძირითად პრობლემას წარმოადგენდა და ხშირად ადგილობრივები სოფელსაც სწორედ უწყლობის გამოც კი ტოვებდნენ. ახალგაზრდა მეწარმის მომავალი გეგმები ისევ საკუთარ რაიონსა და სოფლის მეურნეობას უკავშირდება. იგი გეგმავს უკვე მოყვანილი კარტოფილის დახარისხებას და ბაზარზე ისე გატანას. იმედი აქვს, რომ მისი პროდუქტი ,,ნაწარმოებია ნატურალურად საქართველოში" ბაზარზე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, როგოც ჯანსაღი და ნატურალური სოფლის პროდუქტი.
პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან ( JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 574-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

პროექტში განაცხადების მიღება წელს 1 ოქტომბრამდე გრძელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2032