ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ახალგაზრდა მეწარმეების სტარტაპი ქართულ ბაზარზე
23 წლის ანჟე თორია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. 24 წლის ბექა გიორგაძე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობს. ახალგაზრდა მეწარმეებს დღეს საერთო მცირე ზომის საწარმო აქვთ, სადაც მომხმარებელს გრავირება, ბეჭდვა და სხვა სერვისის მიღება შეუძლიათ.
ახალგაზრდა მეწარმეები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ტრენინგ კურსებს აქტიურად ესწრებოდნენ მანამ, სანამ პროექტ - „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაზე“ გაიგეს. პროექტმა მათ პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღების გარდა, დაფინანსების მოპოვებისა და არსებული სტარტაპის გაფართოების შანსი მისცათ. განაცხადის შევსების შემდეგ კი შედეგმაც არ დააყოვნა.
„სკოლაში რამოდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შევისწავლეთ, მათ შორის ისეთები როგორიცაა: ბიზნეს მოდელის შექმნა, პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა, ურთიერთობა მომხმარებელთან და რა თქმა უნდა - მეწარმის პიროვნული თვისებების გამომუშავება და განვითარება.“ - ამბობს დამწყები ბიზნესმენი, ბექა გიორგაძე.
მეწარმეთა სკოლის დახმარებითა და დაფინანსებით, ანჟემ და ბექამ არსებული სტარტაპი გააფართოვეს და ახლა უკვე, როგორც კერძო პირებს, ასევე კომპანიებს მაისურების, ჩანთებისა, და ჭიქების ბრენდირებასა და ხისა და ტყავის მასალაზე ლაზერული გრავირების მომსახურებას სთავაზობენ. დაფინანსებამ მათ შესაძლებლობა მისცა B2C მომსახურებისთვის B2B-იც დაემატებინათ და შესაბამისად, დღეს „ფრონტის ორივე ხაზზე“ ასპარეზობენ. მათი სტარტაპი ნელ-ნელა წარმატებულ, კონკურენტუნარიან ბიზნეს მოდელად იქცა.

‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.
ორგანიზაციის შესახებ


ორგანიზაციის შესახებ
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მეწარმეთა სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. გასული სამი ეტაპის შედეგად ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არამხოლოდ შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად. დღეს პროექტი ათობით ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნეს საქმიანობას.
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
წაკითხულია: 4296