ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/04/2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3 თვეში სოციალურ პროგრამების განხორციელებისათვის 339 012 ლარი დაფინანსება გასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3 თვეში სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის 339 012 ლარი დაფინანსება გასცა - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებით, დახმარება 1260 მოქალაქეს გაეწია. მერის ლევან ლიპარტიას განმარტებით, ამავე პერიოდის განმავლობაში 155 136 ლარი 377 ადამიანის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 254 ბენეფიციარი 45 026 ლარით დაფინანსდა.
მისივე თქმით, მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა.
მერის თქმით, მიმდინარე თვეს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამით, 479 მოქალაქემ ისარგებლა.

„ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს“, - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2944