ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/05/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
განათლების თემაზე მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართა
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა თემაზე „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“, მეორე რაუნდი გაიმართა.
გპფ-ს ინიციატივის მიზანია თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, რომ შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც სფეროს წარმომადგენლები ღიად ისაუბრებენ კორონა ვირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შემდგომ პერიოდშიც. ღონისძიებათა სერია სამ რაუნდადაა დაყოფილი და ჯამში განათლების სექტორში მოქმედ თითქმის ყველა ორგანიზაციასა და ინსტიტუტს მოიცავს. პლატფორმა ასევე ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის და თემაზე მომუშავე ორგანიზაციისთვის, რომელიც გადაწყვეტს პლატფორმაში ჩართვას.
მრგვალი მაგიდის ორივე რაუნდში 40-მდე მონაწილემ მოიყარა თავი. შეხვედრების ციკლში ჩაერთვნენ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, USAID, მასწავლებლის სახლი, PH International, კოალიცია განათლება ყველასათვის, მშობლები განათლებისთვის, განათლების და დებატების ინსტიტუტი, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, არაფორმალური განათლების კონსორციუმი, განათლების საერთაშორისო ცენტრი, ჯიტა, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი. შეხვედრებში ასევე აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი აზრი გამოხატეს განათლების ექსპერტებმა, მშობლებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა სხვადასხვა რეგიონებიდან. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი ხედვა და მოსაზრება წარმოედგინათ, როგორც წერილობით, ასევე სადისკუსიო ფორმატის მეშვეობით.
მრგვალი მაგიდის მონაწილეების ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტზე, რომელშიც თავს მოიყრის ის ძირითადი მიმართულებები, რაც შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა. საბოლოოდ კი განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ პროექტის შემდეგ ეტაპზეც და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.




ორგანიზაციის შესახებ
პროექტის ინიციატორის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.
წაკითხულია: 1943