ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
31/10/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
განცხადება კიბერშეტევის დროს დაზიანებული ვებგვერდების რაოდენობის შესახებ
28 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია.

სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თავდასხმის ობიექტი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების ნაწილი.
პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშოები, ხოლო 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე ყველა პრობლემური ვებგვერდი უკვე თავდაპირველ ფუნქციონალს დაუბრუნდა.
სხვადასხვა არხებით ვრცელდებოდა ინფორმაცია დაზიანებული ვებგვერდების რაოდენობაზე. კომპანია „პროსერვისი“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ზუსტად თუ რა რაოდენობის ვებგვერდი იყო თავდასხმის ობიექტი საქართველოს მასშტაბით უცნობია, თუმცა კომპანიაში 300 - მდე ვებგვერდის მფლობელის მომართვიანობა მოხდა კიბერ თავდასხმის პირველივე საათებში. ზუსტად, თუ რამდენი ვებგვერდის პარალიზება მოხდა ზოგადად, ამ დრომდე უცნობია. კომპანია „პროსერვისი“ აცხადებს, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები მიმდინარე ანალიზისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომპანია „პროსერვისის“ ადმინისტრაცია
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1505