ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/08/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
გიორგი კლდიაშვილმა ირანში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა
მიმდინარე კვირას, ირანში ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა გაიმართა. წელს ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობდა. ქართველმა მოსწავლეებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ორი მედალი მოიპოვეს. დემირელის კოლეჯის მოსწავლემ გიორგი კლდიაშვილმა წლევანდელ მონაგარს კიდევ ერთი მედალი შემატა და ევროპის ოქროს მედლის შედეგ, მსოფლიო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალიც დაიმსახურა.
გიორგი კლდიაშვილი უკვე რამოდენიმე წელია ნაკრების წევრია და მას არაერთი მედალი და პრიზი აქვს აღებული სხვადასხვა ოლიმპიდებზე. ნიჭიერი ახალგაზრდის პირველი მსოფლიო წარმატება კი მეცხრე კლასიდან დაიწყო, როდესაც იგი ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.
"მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ვერცხლი აიღო, გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯის მე-11 კლასი, მზიური) და ნიკა ბირკაძემ (კომაროვი, მე-9 კლასი, მზიური). 22 წელია მსოფლიო ოლიმპიადებზე ნაკრებს ვხელმძღვანელობ და ასეთი რთული ოლიმპიადა არ მახსოვს. ასე, რომ ეს შედეგი ძალიან კარგად შეიძლება ჩაითვალოს. ცხადია, როგორც ყოველთვის მეტი გვინდოდა, მაგრამ ეს ძალიან რთული და მაღალი დონის შეჯიბრებაა და აქ ასეთი შედეგის მიღწევა ნამდვილად საამაყოა". - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა გოჩა მანდარიამ.
ივლისის თვეში ნაკრები ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა, სადაც ასევე მედლები დაიმსახურა.
ორგანიზაციის შესახებ
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუნდი კიდევ ერთი ასპარეზობისთვის ემზადება, საიდანაც ასევე მორიგი წარმატების იმედი აქვთ.
წაკითხულია: 4485