ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/04/2021
გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 38-ე ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებაში პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინოა. მინისტრის მოადგილემ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის რისკის მართვის მნიშვნელობის საკითხებს. 


შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 985