ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
22/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დაიწყო “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები.
2019 წლის 27 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები. საჯარო განხილვების ფარგლებში სულ გაიმართა ხუთი შეხვედრა, მათ შორის, ერთი ზოგადი, რომელზეც მოხდა მთლიანი კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა და ოთხი ეტაპობრივი შეხვედრა, რომლებზეც კანონის პროექტი განხილული იქნა თავების მიხედვით. საჯარო განხილვებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო.
კანონპროექტის საჯარო განხილვებში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, შეძლებისდაგვარად, აისახება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.
კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია უზრუნველყოს: ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება; ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით; ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს; გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 573