ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/03/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დამწყები მეწარმეებისთვის ახალი ბიზნეს პლატფორმა იქმნება
22 მარტს, 13 საათიდან, თბილისი მოლის მეორე სართულზე, მეწარმეობის ფესტივალ „მეწარმეთა სივრცე - 2018“ ოფიციალურად გაიხსნება. პროექტი „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ფესტივალი თბილისი მოლში იმართება, სადაც ერთ სივრცეში თავს იყრის ასამდე ახალგაზრდა მეწარმე და სტარტაპერი, რომელთათვისაც მსგავს გამოფენაში მონაწილეობა ახალია. „მეწარმეთა სივრცე 2018“-ის მიზანია, საშუალება მისცეს ახალგაზრდა მეწარმეებს და დამწყებ ბიზნესებს საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ.
გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებლებს პროდუქციის მინიმალურ ფასად შეძენის შესაძლებლობაც მიეცემათ.

ფესტივალზე სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან ის ახალგაზრდა მეწარმეები, რომლებიც პროგრამა „Yes Georgia“-ს ფარგლებში დაფინანსდნენ და წარმატებით უძღვებიან საკუთარ ბიზნესებს ქვეყნის მასშტაბით.
გამოფენაზე მონაწილეობა უფასოა და მას ორგანიზატორი პროგრამა „Yes-Georgia“ აფინანსებს.

მონაწილეებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.yes-startup.ge ან www.yesstartup.ge.
ორგანიზაციის შესახებ
მეწარმეთა სივრცე - 2018 „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამას ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად.

პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.
წაკითხულია: 2786