ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/04/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დედაენის ოლიმპიადა საუკეთესო კალიგრაფ პედაგოგს დააჯილდოებს
20 აპრილს, დედაქალაქი, რიგით მეთორმეტე დედაენის ოლიმპიადა-ფესტივალს მასპინძლობს. წელს პროექტში მონაწილეობა ასობით ქართველმა და უცხოელმა მონაწილემ მიიღო. დასვნით ღონისძიებაზე პროექტი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ პრიზიორებს დააჯილდოებს. პრიზი საუკეთესო და ორიგინალური კალიგრაფიისთვის ქართული ენის პედაგოგებსაც გადაეცემათ. ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის ქართველ მოსწავლეებთან ერთად, წელს არაქართულენოვანი მოსწავლეებიც გამოვლინდნენ, რომლებმა ქართული ენის განსაკუთრებული ცოდნას და ინტერესი გამოავლინეს.
მიმდინარე სეზონზე ოლიმპიადას განსაკუთრებული სიახლე აქვს და თუ გასულ წლებში, მხოლოდ საუკეთესო მოსწავლის კალიგრაფიული ნაშრომი ფასდებოდა, წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი ნომინაციაც დაწესდა და ოლიმპიადაზე საუკეთესო 4 კალიგრაფი პედაგოგიც გამოვლინდა.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართულად წერის კულტურის შენარჩუნებას. თანამედროვე ტექნილოგიების კვალდაკვალ ლამაზად წერის სპეციფიკა გვინდა შევინარჩუნოთ და წავახალისოთ კიდეც. ამას კი ვერ მივაღწევთ, თუ პედაგოგები არ იქნებიან მოტივირებულები. წარმატებული მოსწავლე, წარატებული პედაგოგით იწყება. იმედია ჩვენი აქტივობით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქართული ენის პოპულარიზაციას, როგორც ქართველ ისე არაქართულენოვან მოსწავლეებში“, - განაცხადა ოლიმპიადის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ჩიქობავამ.
ფინალურ ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: ,,საუკეთესო კალიგრაფი,“ ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ და ,,საუკეთესო მუსიკალური“ ნომერი. გასული წლების მსგავსად წელსაც ,,საუკეთესო კალიგრაფი“ და „კალიგრაფების ოჯახის“ ნომინაციაში გამარჯვებული პრიზს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან მიიღებს.

პროექტი, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა, მიზნად ისახავს ქართველ და არაქართულენოვან მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა და გაღრმავებას, მათში წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავებას, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერებას; ქართული ენის მუსიკალურობის აღქმას. კონკურსის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, წახალისება, მოტივირება და შემდგომში მათი ხელშეწყობა.
ოლიმპიადა სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2211