ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/04/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დედაენის ოლიმპიადა წელს მეთორმეტე ეროვნულ კონკურსს გამართავს
აპრილის თვეში დედაქალაქი რიგით მეთორმეტე დედაენის ოლიმპიადა-ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტის ფინალური ეტაპი კი 20 აპრილს საზეიმო ღონისძიებით დასრულდება. ოლიმპიადა-ფესტივალში წელს მონაწილეობას ასობით ქართველი და უცხოელი მონაწილე იღებს. პირველი ეტაპი სამ ქალაქში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ჩატარდა. ფინალურ ეტაპზე საუკეთესო მონაწილეები გამოვლინდნენ, რომელთა შორის არაქართულენოვანი მონაწილეებიც არიან.
წელს პროექტში მონაწილეობას I-IX კლასის მოსწავლეები მიიღებენ, აქედან ნახევარი არაქართულენოვანი მოსწავლეა, რომლებიც ქართული ენის განსაკუთრებული ცოდნასა და ინტერესს იჩენენ.
პროექტს წელს განსაკუთრებული სიახლე აქვს და თუ გასულ წლებში, მხოლოდ საუკეთესო მოსწავლის კალიგრაფიული ნაშრომი ფასდებოდა. წელს, კალიგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი ნომინაციაც დაწესდა და ოლიმპიადაზე საუკეთესო კალიგრაფი პედაგოგიც გამოვლინდება.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართულად წერის კულტურის შენარჩუნებას. თანამედროვე ტექნილოგიების კვალდაკვალ ლამაზად წერის სპეციფიკა გვინდა შევინარჩუნოთ და წავახალისოთ კიდეც. ამას კი ვერ მივაღწევთ, თუ პედაგოგები არ იქნებიან მოტივირებულები. წარმატებული მოსწავლე, წარატებული პედაგოგით იწყება. იმედია ჩვენი აქტივობით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქართული ენის პოპულარიზაციას როგორც ქართველ ისე არაქართულენოვან მოსწავლეებში“, - განაცხადა ოლიმპიადის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ჩიქობავამ.
ფინალურ ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: ,,საუკეთესო კალიგრაფი,“ ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ და ,,საუკეთესო მუსიკალური“ ნომერი. გასული წლების მსგავსად წელსაც ,,საუკეთესო კალიგრაფი“ და „კალიგრაფების ოჯახის“ ნომინაციაში გამარჯვებული პრიზს კალიგრაფიის ეროვნული ცენტრისგან მიიღებს.
პროექტი, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა, მიზნად ისახავს ქართველ და არაქართულენოვან მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა და გაღრმავებას, მათში წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავებას, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერებას; ქართული ენის მუსიკალურობის აღქმას. კონკურსის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, წახალისება, მოტივირება და შემდგომში მათი ხელშეწყობა.
ოლიმპიადა სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია კალიგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2624