ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/04/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დედაენის ოლიმპიადის ფინალში ქართველებთან ერთად ამერიკელი და თურქი მოსწავლეები გავიდნენ
28 აპრილს, 14.00 საათზე, თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის ოლიმპიადის ფინალური ღონისძიება გაიმართება. ოლიმპიადა წელს მეთერთმეტედ ტარდება და მასში ასობით ქართველი და უცხოელი მონაწილე იყო ჩართული ქვეყნის მასშტაბით. საპზრიზო ადგილებზეც, ქართველ მოსწავლეებთან ერთად ჟიურიმ არაქართულენოვანი ბავშვებიც გამოავლინა, რომელთა შორის ამერიკელი, თურქი და აზერბაიჯანელი მოსაწვლეებიც არიან.
წელს პროექტში მონაწილეობას I-VI კლასის, 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან ნახევარი არაქართულენოვანი გახლდათ, რომლებმაც ქართული ენის განსაკუთრებული ცოდნა და სიყვარული გამოავლინეს. მიმდინარე სეზონზე 8 ეროვნების 12 წლამდე ასაკის მოსწავლე ჩაერთო დაგეგმილ პროექტში.
საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: ,,საუკეთესო კალიგრაფი,“ ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ და ,,საუკეთესო მუსიკალური“ ნომერი.
პროექტი, რომელსაც საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა, მიზნად ისახავს ქართველ და არაქართულენოვან მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა-გაღრმავებას, მათში წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავებას, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერებას, ქართული ენის მუსიკალურობის აღქმას. კონკურსის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, წახალისება, მოტივირება და შემდგომში მათი ხელშეწყობა.
ორგანიზაციის შესახებ
დედაენის რესპუბლიკური ოლიმპიადა სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
წაკითხულია: 1455