ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/04/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დედაენის ოლიმპიადა-ფესტივალი
28 აპრილს დედაქალაქი დედაენის ოლიმპიადის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლებს. ოლიმპიადა წელს მეთერთმეტედ ტარდება და მასში მონაწილეობას ასობით ქართველი და უცხოელი მონაწილე ჩაერთო. პირველი ეტაპი სამ ქალაქში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ჩატარდა და ფინალში საუკეთესო მონაწილეები გამოვლინდნენ, რომელთა შორის არაქართულენოვანი მოსწავლეებიც არიან.
წელს პროექტში მონაწილეობას I-VI კლასის, 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან ნახევარი არაქართულენოვანი გახლდათ, რომლებმაც ქართული ენის განსაკუთრებული ცოდნა და სიყვარული გამოავლინეს.
დასკვნით, ფინალურ ღონისძიებაზე, რომელიც ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივარსიტეტში გაიმართება, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: ,,საუკეთესო კალიგრაფი,“ ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ და ,,საუკეთესო მუსიკალური“ ნომერი.
ოლიმპიადაში ქართველი მოსწავლეების გარდა, 8 ეროვნების 12 წლამდე ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ქვეყნის მასშტაბით.
პროექტი, რომელსაც საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა, მიზნად ისახავს ქართველ და არაქართულენოვან მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა-გაღრმავებას, მათში წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავებას, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერებას, ქართული ენის მუსიკალურობის აღქმას. კონკურსის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, წახალისება, მოტივირება და შემდგომში მათი ხელშეწყობა.
დედაენის რესპუბლიკური ოლიმპიადა სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ორგანიზებით ტარდება.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2642