ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დემირელის კოლეჯის კიდევ ერთი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე
27/01/2016
პრესრელიზი
 
დემირელის კოლეჯის კიდევ ერთი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე

თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდის შედეგები ჟაუტიკოვის სახ. მე-12 საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში

გასულ კვირას ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში ჟაუტიკოვის სახ. მე-12 საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა, სადაც თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდიც იღებდა მონაწილეობას.

სხვადასხვა ქვეყნის 62 უძლიერეს გუნდსა და 414 მონაწილეთა შორის, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა დემირელის კოლეჯიდან 4 მედალი მოიპოვეს: გიორგი სახირტლაძემ - ვერცხლი (ინფორმატიკა); ნუგზარ ჩხაიძემ - ბრინჯაო (ინფორმატიკა);თემურ მიქავამ - ბრინჯაო (მათემატიკა);გიორგი კლდიაშვილმა - ბრინჯაო (მათემატიკა).ოლიმპიადაში, რომელშიც ტრადიციულად არა ქვეყნების ნაკრებები, არამედ სპეციალიზებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გუნდები მონაწილეობენ, დემირელის სახ. კერძო კოლეჯი ერთადერთი არასპეციალიზებული სასწავლებელი იყო, რომელიც ამ ოლიმპიადაში მონაწილეობდა და განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.

საქართველოდან დემირელის კოლეჯის გარდა, კიდევ სამი ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდი მონაწილეობდა: თბილისის კომაროვის სახ. 199-ე სკოლა (1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო), თბილისის ვეკუას სახ. 42 სკოლა (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ქუთაისი რაზმაძის სახ. 41-ე სკოლა (4 ბრიჯაო). საგულისხმოა, რომ საქართველოდან მონაწილე 4 გუნდს შორის ინფორმატიკაში ვერცხლის მედლის აღება მხოლოდ დემირელის კოლეჯის გუნდმა მოახერხა.



"წელს ჩვენი კოლეჯი პირველად წარსდგა ამ ოლიმპიადაზე სრული გუნდით, სარეიტინგო სიაში დემირელის კოლეჯის გუნდმა 62 მონაწილე გუნდს შორის 28-ე პოზიცია დაიკავა და თავის შედეგით 34 სპეციალიზებულ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას გადაასწრო. განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი მანდარიამ. „ამ ეტაპზე დემირელის კოლეჯი გუნდურ რეიტინგში ინფორმატიკაში (ისევე როგორც მათემატიკაში) მის წინ მდგომ რამდენიმე გუნდს ასწრებს. ხოლო ინფორმატიკის გუნდურ რეიტინგში კოლეჯმა წელს გრან პრის მფლობელ გუნდსაც კი გაუსწრო."
დემირელის სახელობის კოლეჯი მსოფლიო დონის ოლიმპიადაზე 7 მოსწავლით იყო წარდგენილი, მათგან 4-მა საპრიზო მედალი მოიპოვა, ხოლო სამ მოსწავლეს მცირედი დააკლდათ მედლამდე. გუნდს პროფესორები გიორგი მანდარაია და ირაკლი ჩიტაია ხელმძღვანელობდნენ.

 

წაკითხულია: 4198