ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/07/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
დემირელის მოსწავლეები ერთ დღეში რამოდნიმე ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ
დღეს, 14 ივლისს, დემირელის კოლეჯის მოსწავლეები ორი სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ და ერთდროულად 3 მედალი მოიპოვეს.
სლოვენიაში გამართულ, ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების ლიდერმა, გიორგი კლდიაშვილმა, აბსოლუტური შედეგით 600/600 ოქროს მედალი მოიპოვა. დემირელის კოლეჯის მოსწავლემ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ნაკრებს გოჩა მანდარია ხელმძღვანელობს. გუნდის ასპარეზობა ევროპაში კიდევ რამოდნიმე დღე გაგრძელდება.
ქიმიის მსოფლიო ოლიმპაიდა IChO 2017-ზე ბრიონჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ახალგაზრდა ქიმიკოსები: დავით რიჟინაშვილი და ლექსო ფიჩხაძე, რომლებიც ასევე დემირელის კოლეჯს წარმოადგენდნენ. მალაიზიაში გამართულ კონკურსში წელს მსოფლიოს 80-ზე მეტი უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქვეყანას 3 მედალი მოუტანა. მესამე ბრინჯაოს მედალი კომაროველ საბა თავდგირიძეს ხვდა წილად. გუნდს დემირელის სკოლის პედაგოგი თინათინ ბუთხუზი, პროფესორები ელიზბარ ელიზბარაშვილი და ვახტანგ კურცხალია ხელმძღვანელობდნენ.
დემირელის კოლეჯის გამარჯვებული მოსწავლეები 16 ივლისს, 00:00 საათზე დაბრუნდებიან დედაქალაქში.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2628