ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და „სტამბა“ 27 მაისს, 19.00 საათზე აფუძნებენ დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრს. (ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „სტამბაში“, მერაბ კოსტავას N14);
პრეზენტაციას გახსნიან ვალერი ჩეხერია, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; სპეციალური მიმართვა - დავით კრამერი, „Freedom House”-ის ყოფილი დირექტორი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ფლორიდის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი რუსეთისა და ევროპის საკითხებში;
ცენტრის გახსნა დასრულდება პერფორმანსით - ბექა გოჩიაშვილი - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება სტამბაში, ევროპისა და ევრაზიის რეგიონის თავისუფლებისთვის მებრძოლთა, ადამიანის უფლებადამცველთა და დემოკრატიულ ღირებულებათა ერთგულ სამოქალაქო აქტივისტთა ფართო სპექტრის ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო გაერთიანებას წარმოადგენს.
ცენტრის მისია ინტელექტუალური სივრცის შექმნის მეშვეობით შესრულდება. ეს პლატფორმა გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნისა პროფესიონალებსა და აქტივისტებს, რომლებიც კონცენტრირებულნი იქნებიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლა-გამოცვლაზე, პროფესიული სანაცნობო წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე.
დემოკრატიული ცენტრი ცხრა განსხვავებულ, თუმცა ერთამენთთან დაკავშირებულ სფეროში იმოქმედებს:
(1) მრავალფეროვანი თემატიკის საერთაშორიო კონფერენციების, სახელოსნოების (ვორკშოპების) და სემინარების გამართვა; (2) მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი; 3) საფუძვლიანი კვლევები და პრობლემათა გადაწყვეტის შემუშავება; (4) საგამომცემლო საქმიანობა; (5) LAD-ის (სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის) კურსდამთავრებულთა მოქმედების კოორდინაცია; (6) ლაბორატორია და სამუშაო სივრცე; (7) წიგნის კლუბი; (8) საერთაშორისო ექსპერტული კონსულტაციები; (9) საგანმანათლებლო სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შემუშავება და განვრცობა სხვადასხვა ქვეყნის სექტორული მდგომარეობის ჩათვლით.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1811