ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/07/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დისკუსია მოვლენები, შესაძლებლობები და დაბრკოლებები ქართულ - ევროპულ გზაზე: რა არის შემდეგი?
გეოპოლიტიკური ზეწოლისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოში არსებობს სრული კონსესუსი ევროპული ინტეგრაციის მიზნის შესასრულებლად. ევროკავშირი თავის მხრივ აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპეიზაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და უკვე სარგებლობს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ არ მიუღია გაწევრიანების კონკრეტული პერსპექტივა, ევროკავშირი აღიარებს მას, როგორც მოწინავე ქვეყანას რეგიონში. უფრო მეტიც, ბოლო დროს ევროკავშირი - საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საწინდრად უნდა იქნეს მიჩნეული შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ევროკომისიის კოლეჯის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რაც საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობის მხრიდან სწორი მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, მსგავსი მოვლენები საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებად შესამჩნევია და მათ არ გააჩნიათ ისეთივე წონა, როგორიც აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას.
“ევროპული ალიანსი საქართველოსთვის”, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის მხარდაჭერით, გიწვევთ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საკითხებზე: რა შეიძლება იყოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მომდევნო სიმბოლური ეტაპი? როგორ გამოვიყენოთ ინსტიტუციური ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოს ევროპეიზაციის პროცესის მხარდასაჭერად? როგორ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის შესაძლო გზამკვლევი და რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი ამ პროცესში?
დღის წესრიგი


16:45- 16:50 მისასალმებელი სიტყვა, თეონა ლავრელაშვილი, „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“

16:50 - 17:10 დისკუსიის მონაწილეებს მიმართავენ კატარინა მატერნოვა, გენერალური დირექტორის მოადგილე DG NEAR და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

კომენტარები:

17:10 – 17:40 მიხეილ გალერი, ევროპარლამენტარი, საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე

დირკ შუბელი, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის სამმართველოს უფროსი

სტივენ ბლოკმანსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, CEPS
17:40- 18:10 ზოგადი დისკუსია, კითხვები და პასუხები, დასკვნები
გთხოვთ, მონაწილეობა დაგვიდასტუროთ 2018 წლის 29 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: events@eugeorgia.com

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ EP სამკერდე ნიშანი, ევროპარლამენტის შენობაში შესასვლელად გამოგვიგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია: სრული სახელი-გვარი, დაბადების თარიღი, თქვენი ID ასლი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1908