ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
27/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ედისონი ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს
ინოვაცია ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. სწორედ ინოვაცია წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნების შანსს, არ ჩამორჩნენ განვითარებულ სამყაროს და მდგრადი განვითარების გზით გააუმჯობესონ ცხოვრების დონე. სწორედ ამ შანს იძლევა ედისონი, შანსს განვითარებისა და წინსვლის.
ამ მიზნით, 3 დეკემბერს, აქსის შოპინგ ცენტრში (ალ.ყაზბეგის #24) კიდევ ერთი ინოვაციური და ტექნოლოგიური სივრცე - მაღაზია Edison Store გაიხსნება.
Store.edison.ge - ეს არის სტარტაპ პროექტი კომპანია ედისონისგან, რომელშიც იყიდება ისეთი ნივთები, რითიც ნებისმიერი ტექნოლოგიური იდეის განხორციელებაა შესაძლებელი. მაღაზია უკვე 1 წელია, როგორც ონლაინ-მაღაზია ისე ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ჭკვიანი მოწყობილობების ასაწყობად ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ძალიან დაბალ ფასად შეძენის საშუალებას აძლევს.
კომპანია განვითარებასა და წინ სვლას კვლავ აგრძელებს, სწორედ ამიტომ, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ ერთ სივრცეს - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მაღაზიას სთავაზობს.
აღნიშნულ მაღაზიაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ისეთი მოწყობილობები და მათი კომპლექტები, როგორებიცაა Arduino, Raspberry და ა.შ. ამასთანავე, მიკროელექტრონიკის სხვადასხვა კომპონენტები და განათებები.
Edison ქართულ ბაზარზე ცნობილია იმით, რომ შეუძლია შექმნას უმაღლესი ხარისხის Hardware: ჭკვიანი მოწყობილობები, გაჯეტები, IoT მოწყობილობები, ავტომატიზაციის სისტემები და ასე შემდეგ.
მან უკვე 30-მდე სხვადასხვა პროექტი განახორციელა და კვლავ აგრძელებს ამ სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას.
ორგანიზაციის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თამარ ძინძიბაძე კომაპიან ედისონის - კომუნიკაციის მენეჯერი
ტელ: 555792135
Dzindzibazdetamari@gmail.com
წაკითხულია: 3215