ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტურის გამარჯვებული გამოვლინდა
27/11/2015

 

ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტურის გამარჯვებული ლიზა ჩიჩუა გახდა

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტური გაიმართა. კონკურსი ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. რესპუბლიკურ ტურში მონაწილეობა ქალაქ თბილისის მუსიკალური სკოლის მოსწავლე ვოკალისტებმა მიიღეს, რომლებმაც ჟიურის წინაშე ქართულ ენოვანი სიმღერითა და ეროვნული სამოსით წარსდგნენ.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ასევე საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელები სტამბულიდან და რუმინეთიდან. წელს გამართულ კონკურსში ჟიურის რჩეული ლიზა ჩუჩუა გახდა, რომელსაც საშუალება მიეცა ასპარეზობა ფინალური ეტაპისთვის განაგრძოს. გამარჯვებულს ორგანიზატორებისაგან დაწესებული სამახსოვრო საჩუქარი და დიპლომი გადაეცა. 

გასულ წელს რუმინეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე დემირელის სკოლის მოსწავლე ირინა ხეჩანოვმა პირველი ადგილი აიღო.მან ასევე მონაწილეობა მიიღო პროექტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
 

 
ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ცენტრი მდებარეობს ქალაქ სტამბულში,სადაც თავს იყრის მსოფლიოს 170 ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი. „ჩაღლარის„ სასწავლო დაწესებულებები ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2016 წლის მაისში ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალი მე-14-ედ ჩატარდება. შესარჩევ ტურში გამარჯვებული ქართველო კონკურსანტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურსის ფინალში. გარდა ამისა, ენისა და კულტურის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეირჩევა 5 ვოკალისტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ მუსიკალურ ტურნეში, რომელიც 23 ქვეყანას მოიცავს. 
ენისა და კულტურის XIII საერთაშორისო ფესტივალი რუმინეთში ჩატარდა. აღნიშნული ფესტივალის დახურვის ცერემონიალი შედგა გერმანიის ქალაქ დორტმუნდის ვესტფალიის დარბაზში. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კი გალა-კონცერტი გაიმართა. ბრიუსელში ფესტივალის პროგრამა ევროკავშირის პარლამენტის პატრონაჟის ქვეშ იმართება.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ გვერდზე: www.intflc.org

 

წაკითხულია: 5141