ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/08/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ვერდის ფესტივალი საქართველოში!!!
უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი პირველად ვერდის ფესტივალი სცდება იტალიის საზღვრებს და ჩატარდება საქართველოში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა.
2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3 წლიანი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთ თანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის „საქართველო, ევროპა“ ფარგლებში ტარდება.
16 აგვისტოს - "ბალ-მასკარადის" პრემიერა გაიმართება თბილისის ოპერის თეატრში. ეს არის ტეატრო რეჯო დი პარმას დადგმა.
23 აგვისტოს - არენა დი ვერონას "აიდა" ბლექ სი არენას სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, ბლექ სი არენაზე პირველად დაიდგმევა საოპერო სპექტაკლი.
25 აგვისტოს კი ბლექ სი არენაზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ.
ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია კომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყობს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, Black Sea Arena - ს პოპულარიზაციას, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი მისცემს შესაძლებლობას იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალი ხარისხის პროდუქცია.
„აიდას“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვერდის შემოქმედებაში და, ზოგა-
დად, საოპერო მუსიკაში. ეს იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც კომპოზიტორმა არა რო-
მელიმე ევროპული ქვეყნის, არამედ ეგზოტიკური ეგვიპტის ოპერის თეატრისთვის დაწერა
ასეთსავე უჩვეულო სიუჟეტზე. ეგვიპტის ხედივს, ისმაილ ფაშას სურდა, კაიროს ახალი ოპერის თეატრის ინაუგურაცია სახელგანთქმული ვერდის მიერ ამ მოვლენისათვის საგანგებოდ შექმნილი ნაწარმოებით აღნიშნულიყო, ამიტომ, მას ეკუთვნის „აიდას“ შექმნის ინიციატივა.
ნაწარმოების დეკორაცია, კოსტიუმები და აქსესუარები პარიზის ოპერაში გამზადდა და კაიროში გემით გადაიზიდა.
პრემიერა 1871 წლის შობის საღამოს, 24 დეკემბერს შედგა. კომპოზიტორი მას არდასწრე-
ბია, თუმცა, წარმატების მიუხედავად, ძალზე უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ ოპერის
ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებსა და კრიტიკოსებს ერ-
გოთ. ამის გამო, ვერდიმ გადაწყვიტა, ნაწარმოების ნამდვილი პრემიერა ევროპაში, იტალი-
აში მოეწყო და დადგმის უმცირესი დეტალების გადაწყვეტაშიც კი აქტიური მონაწილეობა მიეღო.
კომპოზიტორმა უჩვეულოდ დიდი დრო დაუთმო მთავარი პარტიის მომზადებას
მომღერალთან, რომლის ხმასა და შესაძლებლობებზეც სპეციალურად იყო გათვლილი ეს
პარტია და რომლის საოპერო დებიუტიც 15 წლით ადრე შედგა თბილისის ახლად გახსნილ
ოპერის თეატრში. ტერეზა შტოლცმა „აიდას“ ევროპულ პრემიერაზე, მილანის La Scala-ში,
1872 წლის 8 თებერვალს, ისეთივე დიდი წარმატება მოიპოვა, როგორც თავად ოპერამ.
პრემიერიდან უმოკლეს დროში, „აიდა“ იტალიის ყველა უმთავრეს საოპერო თეატრში შეს-
რულდა და ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა. მალევე, 5 წელიწადში, 1876-77 წლების სეზონზე,
მისი ნახვის საშუალება თბილისის ოპერის მაყურებელსაც მიეცა. ბოლოს ვერდის „აიდა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2017 წელს, საიუბილეო 165-ე სეზონზე დაიდგა. ეს იყო „აიდას“ განსაკუთრებული ვერსია, რომლის პრემიერაც, ჯუზეპე ვერდის გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ვერდის ფესტივალზე, მისი მშობლიური ქალაქის, ბუსეტოს საოპერო თეატრში ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელიმ დადგა.
ბლექ სი არენაზე კი წელს პირველად გაჟღერდება არა მარტო ვერდის „აიდა“, არამედ დაიდგმევა საოპერო სპექტაკლი. ეს განსაკუთრებული წარმოდგენა იქნება. „აიდას“ ამ დადგმის დეკორაციებიც და კოსტიუმებიც იტალიაში, კერძოდ სახელგანთქმული არენა დი ვერონას სახელოსნოშია დამზადებული.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1771