ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/01/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ზესტაფონის მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნება
,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 69 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო რეგიონებში მცხოვრები 29,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. სრული რეაბილიტირებული ფართი 158,285 კვადრატულ მეტრს მოიცავს, რისთვისაც, ჯამში, დაიხარჯა 29,340,000 აშშ დოლარი.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი. პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში.
2019 წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დაასრულა 11 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მათ შორისაა, ზესტაფონის მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები, რომლებიც 21 იანვარს გაიხსნება.
სკოლებს საზეიმოდ გახსნიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ნათია ზედგენიძე, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი - შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ორგანიზაციის შესახებ
ზესტაფონის მეექვსე საჯარო სკოლა (მისამართი: კვალითის დასახლება) გაიხსნება 14:00 საათზე. 16:00 საათზე კი - გახსნის ცერემონია ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლაში შედგება.(მისამართი: რუსთაველის 12).
წაკითხულია: 2831