ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს ორგანიზებით რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა
27/10/2015
რელიზი
 

27 ოქტომბერი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ჯულუხაძე,
599 475060, 
t.julukhadze@asb-georgia.org
მაიკო ჩიტაშვილი,
593260609;
maiko@publicity.ge

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს ორგანიზებით რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

27 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოკის საბავშვო ბაღში, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭრითა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ASB ორგანიზებით,  გაიმართა რეაბილიტირებული ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ღონისძიება  პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში ჩატარდა. გახსნაში   მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სამეგრელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ,ზუგდიდის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელმა  ქ. ციცანა თოლორაიამ და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თეონა ჭურღულიამ.

 

ღონისძიების ფარგლებში, სოფელ კოკის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მონაწილეობით ასევე ჩატარდება მიწისძვრის სიმულაციური თამაში. დაგეგმილი სიმულაცია საჩვენებელი ხასიათის იყო და მასში ბაღის აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ჩაერთვნენ. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების დემონსტრირება.

 

პროექტი „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ადგილობრივ თვითმმართველობების აქტიური მხარდაჭერით. მისი მთავარი მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org; 
წაკითხულია: 5266