ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/06/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისი STEM ფესტივალს უმასპინძლებს
9 ივნისს, თბილისში, სტემ (STEM) ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში წელს ასობით ნიჭიერი მოსწავლე იქნება ჩართული. ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შემოუერთდებიან მონაწილეებს. ნორჩი მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ. ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა. აქვე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გამოგონება და ისეთი პროექტები, რომლებში ჩართვასაც სტუმარუ ბავშვები თავად შეძლებენ.
მოსწავლეთა ნამუშევრების/გამოგონებების გამოფენა ისთ ფოინთის ცენტრალურ სივრცეში მოწყობა და მას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები წარადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დაათვალიერონ სტენდები, არამედ თავად მიიღონ მონაწილეობა ფიზიკის, ქიმიის, ინჟინერიის ცდებსა და ექსპერიმენტებში.
„უკვე 10 წელზე მეტია IYIPO-ს საორგანიზაციო კომიტეტი სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს სთავაზობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. წელსაც STEM ფესტივალის ფორმით გადავწყვიტეთ წაგვეხალისებინა მოსწავლეები. ბავშვებისთვის მსგავს პროექტებში ჩართულობა მოტივაციაცაა ახალი გამოგონებები შექმნან და სხვა მოსწავლეებიც ჩართონ სახალისო და მარტივი ცდების ჩატარებაში.“ - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საფეთ ბაირაქთუთანმა
წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთავლიერებელი 60-მდე საინტერესო ექსპერმენტსა და ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.
ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში. პროექტში 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც თანატოლებს საინტერესო მიგნებებსა და პროექტებს თავადვე გააცნობენ.
ორგანიზაციის შესახებ
STEM ფესტივალი თბილისში IYIPO-ს საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება და იგი 9 ივნისს, 15.00 საათიდან ისთ-ფოინთში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. წარმოდგენილი პროექტები მოიცავს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს.
STEM ფესტივალის მხარდამჭერია: სკოლა-ლიეცუმი სხივი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.
წაკითხულია: 2241