ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/06/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისი ახალგაზრდების დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
5 ივნისს, 10:00 საათიდან - 15:00 საათამდე, ‘’ფაბრიკაში’’, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ კრისტალის მხარდაჭერით, “PH International”-თან და მისო ‘’კრისტალთან’’ ერთად, მართავს ახალგაზრდების დასაქმების ფორუმს. ღონისძიება ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია შეიქმნას პლატფორმა დისკუსიისთვის, რათა შეფასდეს მიღწევები და გამოწვევები და გადაისინჯოს ახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიები და პრაქტიკები, დაისახოს პრობლემის გადაჭრის ძირეული გზები.
ფორუმს დაესწრებიან არასამთავრობო, კერძო, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, განათლების ექსპერტები. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია რამოდენიმე სამუშაო პანელი, სადაც ყურადღება გამახვილდება ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე, ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკასა და სტრატეგიებზე. ფორუმზე ყურადღება გამახვილდება ახალგაზრდების მეწარმეობაზე და განათლებაზე, როგორც დასაქმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმზე.
ღონისძიების ფარგლებში პროექტები Yes-Georgia, G4G და ZRDA მოაწყობენ პროექტების ბენეფიციარი კომპანიების და ორგანიზაციების საქმიანობის და შედეგების ექსპოზიციას. „ახალგაზრდების დასაქმების ფორუმზე“ დაგეგმილია ბოლო კვლევების პრეზნეტაციაც, რაც ახალგაზრდები დასაქმების საკითხს ეხება. ინფომაციისთვის: 15-29 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის 22.5%-ს, რომელთაგან თითქმის 1/3 უმუშევარია.
ფორუმის ორგანიზატორია პროგრამა YES Georgia, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას საქართველოში, ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებისა და სტაჟირების პროგრამების დანერგვის გზით. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ასევე USAID-ის პროექტები G4G და ZRDA.
ორგანიზაციის შესახებ
ორგანიზაციების შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600-მდე ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდა გაივლის.
G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა (ZRDA) არის ასევე ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
წაკითხულია: 2304