ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადისთვის იწყებს მზადებას
03/02/2016
პრესრელიზი

3 თებერვალი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
maiko@publicity.
+995593260609; www.iyipo.ge

თბილისი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადისთვის იწყებს მზადებას

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO) გაზაფხულზე საიუბილეო ოლიმპიადა-გამოფენას უმასპინძლებს. წელს ილიმპიადა 40-მდე ქვეყანასა და 200-ზე მეტ დელეგატს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური 29 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ მერვე-მეთორმეტე კლასის მონაწილეებს შეეძლებათ, რომლებსაც უკვე აქვთ საინტერესო პროექტი, გამოგონება ან კვლევა. რესპუბლიკურ ტურში შერჩეული ახალგზარდები კი საკუთარ ქვეყანასა და ნაშრომს აპრილში დაგეგმილ ფინალურ გამოფენაზე წარადგენენ.

 

„წელს განსაკუთრებით საინტერესო პროექტებს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ განსაკუთრებულ იმედებს ქართველ მოსწავლეებზე ვამყარებთ, რომლებსაც უკვე შეუძლიათ საკუთარი პროექტების შემოტანა IYIPO-ს კონკურსზე. ჟიურის მიერ შერჩეული პროექტების ავტორებს საშუალება ექნებათ ფინალურ გამოფენაზე საკუთარი მიღწევები ჟიურის გარდა უცხოელ თანატოლებსა და ქვეყნის სტუმრებსაც გააცნონ" - განაცხადა პროეტის პიარ კოორდინატორმა მაიკო ჩიტაშვილმა.

წელს IYIPO ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. მიმდინარე წლიდან არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა წარადგინონ ეკოლოგიის მიმართულებითაც, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. ტრადიციულად კი კვლავ შეფასდება ნაშრომები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ინჟინერიაში. ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 17 მარტამდე შეუძლიათ ვებ გვერდზე www.iyipo.ge. შემოსული პროექტები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდება და საუკეთესო მოსწავლეები უცხოელ ნორჩ გამომგონებლებთან ერთად 21-23 აპრილს დაგეგმილ ფინალში იასპარეზებენ.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს.

ოლიმპიადის შესახებ:

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

წაკითხულია: 4149