ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისიდან მარნეულში პედაგოგად წასული მოცეკვავე
ქეთევან ქოპილაშვილი ახალგაზრდა ხელოვანია. იგი პროფესიით დრამისა და კინოს მსახიობი და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფია. საყვარელი საქმიანობა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა ქალაქებსა და თეატრებში მოღავწეობის განმავლობაში. ქეთევანს ასევე ჰყავდა საკუთარი დასი, მუშაობდა ქორეოგრაფად და მეტყველების პედაგოგადაც.
დღეს წარმატებული და ნიჭიერი ხელოვანი ქალაქ მარნეულში დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლაში ქორეოგრაფად მუშაობს. მისთვის არაქართულენოვან მოსწავლეებთან მუშაობა ორმაგად საინტერესოა. სკოლის ანსამბლში უმეტესად აზერბაიჯანელი და თურქი მოსწავლეები არიან, თუმცა ცეკვას ქართველი, პაკისტანელი და კორეელი მოსწავლეებიც სიამოვნებით ეუფლებიან. მათთვის ქართულ ხელოვნებასთან პირველი კონტაქტი სწორედ ქეთევანის გაკვეთილებით იწყება. მასწავლებელს, რომლისთვისაც ცეკვის საათები, მხოლოდ გაკვეთილის ხარჯზე აქვს ყველაფერს ახერხებს, რომ საუკეთესო კომპოზიციები და ცეკვები დადგას თავის აღსაზრდელებთან ერთად. ხშირად თბილისიდან სპეციალურად ჩადის, რომ მეტი დრო გაატაროს პატარა მოცეკვავეებთან. უკვე 6 წელია ბავშვებისთვის ცეკვის საათები ყველაზე საყვარელ გაკვეთილებად იქცა სკოლაში. დღეს ქეთევანის მის მიერ დადგმულ ხორუმში, რომელიც ქორეოგრაფიითა და დადგმის სტილითაც გამოირჩევა, წამყვან პარტიებს, სწორედ არაქართველი მოსწავლეები ასწრულებენ. თავის საქმეზე შეყვარებული პედაგოგი პატარა მოცეკვავეებს ქართულად მეტყველების დახვეწაშიც ეხმარება მარნეულის მოსწავლეებს და ხშირად თავის ცოდნას ამ მიმართულებითაც იყენებს.
„2012 წლიდან დავიწყე მუშაობა ქ. მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ცეკვის მასწავლებლად. ბოლო წლების მანძილზე დადგმული მაქვს ცეკვები: დავლური, ქართული, აჭარული, აფხაზური, ოსური, კინტოური, მუხამბაზი, ჯეირანი, სამაია, ხორუმი, ქალთა მთიულური. ბავშვები ამ ცეკვებს განსაკუთრებული სიხარულითა და ტექნიკით ასრულებენ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოსა და ქართულ ცეკვას ვაყვარებ ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებსა და უცხოელ ბავშვებს“ - განაცხადა ქეთევან ქოპილაშვილმა.
გასულ კვირას გამართულ დედაენის ოლიმპიადაზე ახალგაზრდა პედაგოგი სპეციალური მადლობის სიგელითაც დააჯილდოვეს, გაწეული უნიკალური შრომისა და ღვაწლისთვის.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2279