ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა - მუზეუმის გახსნა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება - კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა - მუზეუმის საგამოფენო კონცეფცია არის მცდელობა, აღადგინოს და აჩვენოს საბჭოთა იმპერიის ნგრევის წინა პერიოდი 80-იანი წლების საქართველოში და ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური მდგომარეობა, რომელიც კომუნისტური რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი.
განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი, ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე წერეთლის და საბჭოთა ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი, მისი ვაჟის, ნიჭიერი მხატვრის სოსო წერეთლის შემოქმედებას, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის „თვითმფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.
აღსანიშნავია, რომ ბინა-მუზეუმის ერთ ნაწილში განთავსდება საქართველოში პირველი სამეცნიერო აღმოსავლეთმცოდნეობის რეზიდენცია. სამუზეუმო სივრცის მეორე ნაწილი, მხატვარ სოსო წერეთლის ნამუშევრების სახელოსნო-ექსპოზიციას დაეთმობა. ბინა-მუზეუმში პირვანდელი სახითაა დაცული ახალგაზრდა მხატვრის მიერ ხელით მოხატული კედელი.
აგრეთვე, გამოფენილია კოტე წერეთლის საოჯახო და მემორიალური ნივთები, სამეცნიერო ფონდი, მხატვარ სოსო წერეთლის ფერწერული ნამუშევრები და საოჯახო არქივში დაცული დოკუმენტური კინო-ფოტო მასალა.

მთავარ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია „თვითმფრინავის საქმესთან“ დაკავშირებული დოკუმენტები და მასალები საოჯახო არქივიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დაცული ფონდიდან.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1974