ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/06/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისმა ახალგაზრდების დასაქმების ფორუმს უმასპინძლა
5 ივნისს, ‘’ფაბრიკაში’’, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „კრისტალი“ მხარდაჭერით, “PH International”-თან და მისო ‘’კრისტალთან’’ ერთად, გაიმართა ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი. ღონისძიება ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ჩატარდება. მსგავსი ფორმატის ფორუმი პირველად გაიმართა და მის მიზანს წარმოადგენდა შეიქმნას პლატფორმა დისკუსიისთვის, რათა შეფასდეს მიღწევები და გამოწვევები და გადაისინჯოს ახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიები, პრაქტიკები, დაისახოს პრობლემის გადაჭრის ძირეული გზები.
ფორუმში ჩართულები იყვნენ: არასამთავრობო, კერძო, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, განათლების ექსპერტები, ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება yes-Georgia-ს ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე სამუშაო პანელი, სადაც ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე, ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკასა და სტრატეგიებზე. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ასევე ახალგაზრდების მეწარმეობაზე და განათლებაზე, როგორც დასაქმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმზე.
ღონისძიების ფარგლებში პროექტები Yes-Georgia, G4G და ZRDA-მ მოაწყეს პროექტების ბენეფიციარი კომპანიების და ორგანიზაციების საქმიანობის და შედეგების ექსპოზიციას.
ფორუმზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქციის/საწარმოების გამოფენას, რომლებმაც გადამზადება და დაფინანსება სწორედ Yes-Georgia-ს პროექტის ფარგლებში მიიღეს. ჯამში 20-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმის პროდუქციის გაცნობის საშუალება ჰქონდათ დამთვალიერებლებს. ახალგაზრდა მეწარმეთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საკუთარი პროექტის პრეზენტაციითა და უკვე წარმოებული ნაწარმით იყო წარმოდგენილი. „ახალგაზრდების დასაქმების ფორუმზე“ საზოგადოებას მიეწოდა უკანასკნელი მონაცემები ახალგაზრდების დასაქმების კუთხითაც. ინფომაციისთვის: 15-29 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის 22.5%-ს, რომელთაგან თითქმის 1/3 უმუშევარია.
ფორუმის ორგანიზატორია პროგრამა YES Georgia, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას საქართველოში, ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებისა და სტაჟირების პროგრამების დანერგვის გზით. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ასევე USAID-ის პროექტები G4G და ZRDA.
ორგანიზაციის შესახებ
ორგანიზაციების შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600-მდე ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდა გაივლის.
G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა (ZRDA) არის ასევე ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

წაკითხულია: 2274