ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
თბილისში STEM FEST 2019 გაიმართება
9 ივნისს, დედაქალი მორიგ ინოვაციურ ფესტივალს - STEM Fest 2019-ს უმასპინძლებს. ფესტივალში წელს სხვადასხვა სკოლის ნიჭიერი მოსწავლე იქნება ჩართული, რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ. ღონისძიების ფორმატი წელსაც შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა. აქვე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გამოგონება და მოსწავლეებისთვის საინტერესო სახალისო პროექტი.
ფესტივალის ფარგლებში, ისთ-ფოინთის ტერიტორიაზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა გამოგონებები და თავადაც ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთავლიერებელი 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერმენტსა და ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.

ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში. პროექტში მონაწილეობა 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეს შეეძლება, რომელიც შესაბამის პროექტს შესთავაზებს საორგანიზაციო კომიტეტს.
STEM ფესტივალის მხარდამჭერია: სკოლა-ლიეცუმი სხივი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1304